en
ge

გამჭვირვალობის კიდევ ერთი წარმატებული საქმე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტის, ლელა მოწონელიძის დახმარებით, დადიანების სასახლის ექსკურსიამძღოლმა ელზა ზოდელავამ სასამართლო პროცესი მოიგო. მუზეუმს დაევალა მისი თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.
„ელზა ზოდელავა წლების მანძილზე დადიანების მუზეუმის ექსკურსიამძღოლად მუშაობდა. მუზეუმის დირექტორმა 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანების საფუძველზე ის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც ჩვენ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გავასაჩივრეთ. პირველმა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც არ დაეთანხმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023