თბილისი. 2017 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ თბილისში, აღმაშენებლის გამზ. #38-ში მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა.
„გადაცემამდე, სახელმწიფოს არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. საპატრიარქო ეკლესიის ფუნდამენტზე უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებს.
ეკლესიის სომხური წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ ტაძარი საბჭოთა ოკუპაციამდე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ეკუთვნოდა, არაერთი წყაროთი დასტურდება
... უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია წარმოადგენს. მათი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო ნაწილი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. გარდა იმისა, რომ რელიგიური გაერთიანებები ისტორიულ ქონებას ვერ იბრუნებენ, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს დიკსრიმინაციული პოლიტიკისა და გულგრილობის გამო, ისტორიული ქონება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ხშირად ნადგურდება და ინგრევა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: tdi.ge