სამცხე-ჯავახეთი. 22 დეკემბერს, PITA ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის პროექტის „ვესთმენი და ბაბულიკი"-ის ფარგლებში მომზადებული ანიმაციის ჩვენება დისკუსია გაიმართა.
„პრეზენტაციაზე მოწვეული იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების მკვლევარი მიხეილ მირზიაშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა, საქართველოს ევროინტეგრაციაზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე, ასევე, ვიზა-ლიბერალიზაციასა და საერთაშორისო ვაჭრობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში