თბილისი. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაადგინა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შემოწმების შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. შესაბამისად ის წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
„მოცემულ დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის მატარებელია, საგადასახადო საიდუმლოების ცნებისა და ფარგლების განსაზღვრის მხრივ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვალოს საგადასახადო საიდუმლოებად. უზენაესი სასამართლოს თანახმად თიზის ფიზიკური შემოწმების შესახებ მონაცემები არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რადგან აღნიშნული ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და დაუშვებელია მიჩნეულ იქნას საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის ნაწილად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge