თბილისი. სახალხო დამცველი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და იმედოვნებს, რომ დაწყებული გამოძიება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს დამაჯერებელ პასუხს.
„ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანის საქმე განყენებულად არ უნდა იქნას განხილული. იგი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზვიად რატიანი სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას დაექვემდებარა, რომლის ფარგლებშიც 52 000–მდე პირი იქნა გადამოწმებული. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ არასათანადო მოპყრობის ან პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს - 1481", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge