en
ge

საია: ე.წ. რეიდები, რიგ შემთხვევებში, დარღვევებითა და გადაცდომებით მიმდინარეობდა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საპოლიციო კონტროლი ქვეყანაში, რიგ შემთხვევაში, დარღვევებითა და გადაცდომებით მიმდინარეობდა.
„იკვეთება, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი რიგი პროცესუალური დარღვევებით ჩატარდა, ხოლო, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელთა ქმედებები არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს", - გაცხადებს საია, - „საია მოუწოდებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს - საპოლიციო კონტროლის დროს უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონმდებლობის დაცვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას - განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა პოლიციელთა საქმიანობაზე და გამოკვლიოს მათ მხრიდან კანონის ან/და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები; საქართველოს პროკურატურას - ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიოს ყველა ის შემთხვევა, რომელიც საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ გადაცდომებს ეხება".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)