საქართველო. ფერმერთა კოოპერატივები, ინფრასტრუქტურული პროექტები, გარემოსდაცვითი გამოწვევები, ადგილობრივი ტურიზმი და ახალგაზრდობის საკითხები განიხილებოდა ლაგოდეხსა და ყაზბეგში 2017 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრებზე. კონსულტაციების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD ფარგლებში.
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი სათემოებისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ლაგოდეხისა და ყაზბეგის შემდეგ მსგავსი შეხვედრები საქართველოს კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში გაიმართება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი