თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის საპილოტე ინიციატივის ანგარიშს აქვეყნებს.
ინიციატივა მოიცავდა ექვს ქვეყანას: ელ სალვადორი, საქართველო, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი და ურუგვაი. ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია მექსიკის შესახებ, რომელიც არ იყო საპილოტე ინიციატივის ნაწილი, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებთან კოორდინაციით შეიმუშავა მსგავსი მეთოდოლოგია.
ანგარიშის მომზადებაში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი