en
ge

EMC ზვიად რატიანის საქმეს ეხმაურება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.
„პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი ზვიად რატიანის ცემის თაობაზე დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში მისი ჩართულობის უზრუნველყოფა და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მის სხეულზე არსებული დაზიანებების სამედიცინო გამოკვლევის შედეგები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დაკავების ოქმში აღნიშნული ინფორმაცია ამ ფიზიკური დაზიანებების თაობაზე საკმარის საფუძველს ქმნის ზ. რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის.
აქვე უნდა ითქვას, რომ საწყის ეტაპზევე გამოძიების სწორად და ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სათანადო კვალიფიკაცია", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)