იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი „დროის ბანკის" შესახებ.
„ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება დროის ბანკის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
დროის ბანკი არის ორმხრივი მოხალისეობის ამერიკული მოდელი, რომელიც პირველად გასული საუკუნის 80 წლებში შეიქმნა. დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში