თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით დაუყოვნებლივი ზომების მიღების თხოვნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. მიმართვის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა პირს თანაბრად, დროულად და ღირსეულად შეძლებოდა მის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისის მიღება.
მიმართვის საფუძველი გახდა მარტყოფის, ძევრისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში მცხოვრები ადამიანებისგან მიღებულ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამ ადამიანებს არ აქვთ წვდომა საკუთარ პენსიაზე, მაშინ, როდესაც სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც არ არიან ინსტიტუციაში მოთავსებული, მაგრამ საჭიროებენ სტატუსის ცვლილებას, უპრობლემოდ სარგებლობენ სოციალური გასაცემლით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი