თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ეხმიანება შესყიდვების სააგენტოს პრესკონფერენციას, რომელზეც სააგენტოს ხელმძღვანელმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიში გააკრიტიკა.
„სააგენტო განცხადებაში საუბრობდა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამარტივებული შესყიდვების კონკრეტულ პერიოდზე, რაც არ ემთხვევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ანგარიშში მოყვანილ პერიოდს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ სააგენტოს და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც, ზედმიწევნით გაეცნონ ჩვენს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ჩვენს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით და გაითვალისწინონ წარმოდგენილი რეკომენდაციები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მზად არის სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს მომავალშიც მიაწოდოს სიღრმისეული ანალიზი სახელმწიფო შესყიდვების მდგომარეობის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი