en
ge

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება

თბილისი. სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა.
„საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, რაც შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. აღნიშნული არ წარმოადგენს შემთხვევითობას და სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს", - აცხადებს სახალხო დამცველი, - „სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად განიხილოს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი და მიიღოს ეფექტიანი ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნულ პროცესს, მათ შორის უწყებებს შორის დროული კოორდინაციისა და საკითხის მნიშვნელობისა და სიმწვავის აღიარების გზით".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)