აჭარა. CENN-ისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ოთხთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა.
ქედის LAG-ში გაწევრიანებულია 266 ადამიანი, მათგან 40% ქალია. რაც შეეხება სექტორებს, პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად არის განაწილებული: საჯარო სექტორი 36%, სამოქალაქო სექტორი 14%, ხოლო კერძო კი 50%. ადგილობრივი განვითარების ჯგუფში წარმოდგენილია ქედის მუნიციპალიტეტის 9-ვე თემის წარმომადგენელი.
პროექტი ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი