თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გთავაზობთ, შეავსოთ ტესტი და დაადგინოთ თქვენი ცოდნის დონე ინტერნეტ უსაფრთხოების სფეროში. ტესტის შევსებამდე, შეგიძლიათ გადახედოთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გზამკვლევს სხვადასხვა ციფრული უსაფრთხოების ფუნქციებსა და საშუალებებზე.
„ინტერნეტ კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა. მის მოხმარებას, სარგებლის გარდა, გარკვეული რისკებიც ახლავს. თქვენი ონლაინ აქტივობების შედეგად, უცნობმა ადამიანებმა თქვენ შესახებ შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგონ: მაგალითად, ადგილსამყოფელი, საბანკო ანგარიშის ნომერი და პაროლი, თქვენი სოციალური ქსელისა და ელფოსტის მისამართი და პაროლი. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ და იცავდეთ ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: idfi.ge