en
ge

სამართლებრივი დახმარება „ხელი ხელს” ბენეფიციარს

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სამართლებრივი დახმარების შედეგად სათემო სახლის „ხელი ხელს” მომსახურებაში ჩართულ ადამიანს დროებითი მხარდამჭერი დაენიშნა.
„დროებით მხარდამჭერი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარდაჭერის მიმღების ინტერესების გათვალისწინებით დანიშნული პირია, რომელიც მას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისას ეხმარება.
სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარდაჭერის მიმღებ პირს ზიანის მიყენებისგან თავიდან აცილების მიზნით, დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი ისეთ სფეროებში, რომელიც პირს შეუქცევადი ზიანისგან დაიცავს. შეუქცევადი ზიანი შესაძლოა, გამოიხატებოდეს იმაში, რომ პირმა ვერ შეძლოს სოციალური პაკეტით სარგებლობა და საკუთარი საპენსიო თანხების განკარგვა, ასევე, ვერ შეძლოს სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)