თბილისი. 3 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების განათლების უფლების რეალიზების შესახებ წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
„სახალხო დამცველმა მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულ და მის მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა სტატისტიკის წარმოება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შეიმუშავოს სკოლის მიტოვების პრევენციის სტრატეგია და განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენის მექანიზმი, აღმოფხვრას შშმ ბავშვთა სასკოლო განათლების მიღმა დარჩენის რისკების გამომწვევი ფაქტორები და დახვეწოს რეფერალური მექანიზმი", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge