თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დღეს, წარადგინა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მე-IX მოწვევის პარლამენტის მიერ, 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შეფასებას მოიცავს.
ანგარიში საქართველოს პარლამენტიდან მიღებული და პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაციის ანალიზს, მედია საშუალებებში პარლამენტის საქმიანობის თაობაზე გავრცელებულ და პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე დასწრების შედეგად შეკრებილ ინფორმაციას ეფუძნება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი