თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სასამართლოში ითხოვდა იმ რეგულაციების გაუქმებას, რომელიც დისკრიმინაციულად ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას.
„PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად, 2016 წლის 20 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნო თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აძლევდა სპეციალური პარკირების ადგილების გამოყენების უფლებას თუ საკუთრებაში არ ჰყავდა რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. საკრებულოს დაევალა, პარკირების რეგულაციების გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com