თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დეკანოზ ლევან მათეშვილის სტატიას აქვეყნებს მართლმადიდებლური ეკლესიის დიალოგზე სხვა კონფესიებთან.
„მართლმადიდებლები მათი სარწმუნოების თვალსაზრისით მცდარ შეხედულებებს უარყოფენ, მაგრამ მოწოდებულნი არიან ქრისტიანული სიყვარულით მოეპყრონ ადამიანებს, რომლებიც ამ შეხედულებებს აღიარებენ. არამართლმადიდებლებთან ურთიერთობისას მართლმადიდებლები თავიანთი რწმენის სიწმინდესა და ეკლესიის ერთობას მოწმობენ. ჭეშმარიტების მოწმობისას მართლმადიდებლები ამ მოწმობის ღირსნი უნდა აღმოჩნდნენ. არამართლმადიდებლების შეურაცხყოფა დაუშვებელია.
აუცილებელია საეკლესიო საზოგადოებრიობის უტყუარი და კვალიფიცირებული ინფორმირება მართლმადიდებელი ეკლესიის არამართლმადიდებლებთან დიალოგის, პერსპექტივებისა და კავშირების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: tdi.ge