en
ge

მოსაზრებები სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტებთან დაკავშირებით

თბილისი. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აქვეყნებს მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტისთვის, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტებთან დაკავშირებით.
„საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ეტაპის შემადგენელი ინიციატივაა", - აღნიშნულია განცხადებაში, - ინიციატორების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების და მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას. როგორც კოალიციისთვის არის ცნობილი, მოგვიანებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ცვლილებები მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიმართულებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოალიცია მხარს უჭერს სისტემური რეფორმების გაგრძელებას სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ მეოთხე ტალღის ცვლილებები უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოში არაფორმალური და არაჯანსაღი მმართველობის, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით არსებობს. აქვე, კოალიცია უარყოფითად აფასებს "მეოთხე ტალღის” რეფორმაზე მუშაობის პროცესს, რომელიც იზოლირებულად, პროფესიული ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმებზე მუშაობის წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, ჩვენთვის გაუგებარია, რა გახდა ამ პროცესიდან იმ ორგანიზაციების გამოთიშვის მიზეზი, რომელსაც სასამართლოს და საბჭოს მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე რეფორმებსა და სასამართლო სტრატეგიაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. კოალიცია იმედოვნებს, რომ მეოთხე ტალღის სხვა კანონპროექტების მომზადება უფრო ღია და მონაწილეობით ფორმატში გაგრძელდება".
სრულად 
წყარო: კოალიციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023