თბილისი. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა", „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან" პარტნიორობით, 2017 წელს განახორციელა კვლევა, ,,მინდობით აღზრდიდან გასული ახალგაზრდების სოციალიზაცია და საჭიროებები".
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ორგანიზაციამ მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც მინდობით აღზრდის ინსტიტუტისა (მომსახურების) და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებას, მინდობით აღზრდის მომსახურებაში აღზრდილი ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, ასევე, სოციალური მუშაკის პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას ეხება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში