თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა.
ინციატივა გულისხმობს ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას, მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. როგორც საია-ში განმარტავენ, საკანონმდებლო წინადადება განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ქორწინებაში მყოფ ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვას, რადგან საქართველოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ქალების სახელზე ძირითადად არ არის დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული ქონება და მათ, უმეტეს შემთხვევაში, უწევთ სასამართლოს გზით თანასაკუთრებაზე უფლების აღიარება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი