en
ge

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეებს შრომითი ანაზღაურება შეუმცირდათ

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შრომითი ანაზღაურების შემცირებაზე.
„შრომითი ანაზღაურება შეუმცირდათ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეების ნაწილს. მათ შორის, გასულ წლის ანაზღაურებასთან შედარებით, ხელფასის ოდენობა შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს, სხდომის მდივნებსა და თანაშემწეებს. ამავე დროს, გაიზარდა სასამართლოების მენეჯერებისა და ბიუროს უფროსების შემოსავალი. ასევე, ყოველთვიური დანამატის ოდენობა 700 ლარიდან 1200 ლარამდე გაეზარდათ საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომელთაც თავიანთი დამატებითი ფუნქციის გათვალისწინებით სასამართლოში საქმეების განხილვის დაბალი მაჩვენებელი აქვთ❗
ცნობილია, რომ სასამართლოს საქმიანობასა და მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თანაშემწეები და სხდომის მდივნები, რომელთა არსებული ანაზღაურებაც მათ ყოველდღიურ დატვირთვასთან შედარებით შეუსაბამოდ დაბალია!
მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, სასამართლოების აპარატის თანამშრომლებისათვის ანაზღაურების კიდევ უფრო შემცირება, განსაკუთრებით საბჭოს წევრებისა და აპარატის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურების ზრდის ფონზე, უსამართლოა და წარმოადგენს საბიუჯეტო თანხების არასათანადო ხარჯვას, რაც უარყოფითად აისახება აპარატის თანამშრომლების სამუშაო მოტივაციაზე და სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)