თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს ბლოგპოსტს: „აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს დემოკრატიის ტესტი გახდა".
„საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ დრომდე პროკურატურას მუხთარლის საქმეზე გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლება, ცხადია, არ არის ადეკვატური სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება აღნიშნულ საქმეზე. მით უფრო, რომ სხვა დისიდენტების საქმეები დისიდენტების მიმართ უფლებების შეზღუდვის ტენდენციაზე უთითებს. აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს დემოკრატიის ტესტი გახდა.
აზერბაიჯანელი დისიდენტების მიმართ თვითნებური პოლიტიკა აზერბაიჯანის მთავრობასთან საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ინტერესით შეიძლება აიხსნას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში