en
ge

არასამთავრობოები მიესალმებიან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს.
„ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს. წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს. ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებლებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს პრეზიდენტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრების, კერძო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული არგუმენტები, რომლის საფუძველზეც კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს და შესაბამისობაში იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)