en
ge

შსს-მ გიორგი კლდიაშვილზე ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება აღიარა

თბილისი. 15 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც უწყება აღიარებს, რომ მის მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია გიორგი კლდიაშვილის დაკავების შესახებ იყო შეცდომაში შემყვანი და არასწორად აღწერდა ფაქტობრივ გარემოებებს.
„შსს-ს მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული განცხადება გიორგი კლდიაშვილს საზოგადოების თვალში წარმოაჩენდა სისხლის სამართლის დამნაშავედ. სწორედ აღნიშნულიდან გამოდინარე, საკუთარი რეპუტაციის შელახვის გამო გიორგი კლდიაშვილმა 2015 წლის 5 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.
IDFI მოხარულია და ყველანაირად მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მხრიდან ნაბიჯს, რომ უწყებამ, სასამართლო პროცესების გაჭიანურების გარეშე, მის დასრულებამდე, თავად აღიარა არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება გიორგი კლდიაშვილის მიმართ და შესაბამისი განცხადება თავისი ინიციატივით გამოაქვეყნა საკუთარ ვებგვერდზე. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შსს-ის ახალი ხელმძღვანელობის მიერ უწყებაში დაწყებულ რეფორმის სწორ მიმართულებას და უწყების მხრიდან სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მზაობას და სურვილს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)