en
ge

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არსებული ფორმით შენარჩუნება ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.
„დღეისათვის საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემორჩენილია საბჭოთა პერიოდიდან, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს. მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა, აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს გააჩნია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის გატარების უზრუნველსაყოფად საია იწყებს აქტიურ საქმიანობას და გამოიყენეს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის შესაცვლელად”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023