გურია. 17 იანვარს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი"-ს წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის პარტნიორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებთან და მშობლებთან მორიგი სემინარი ჩაატარეს.
„შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სტერეოტიპებისა და ცრურწმენების შესახებ. სესიები მოიცავდა იმ თემებს რომელზედაც არსებული სტერეოტიპები ხელს უშლის ინდივიდთა განვითარებას და მათში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში