თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის საელჩო საქათველოში ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის დათმობის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს ეხმაურება. საელჩო საქმის შედეგების მიმართ ინტერესს გამოთქვამს.
ორგანიზაცია მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს საქართველოში სისტემური დანაშაულის საქმეზე საპასუხისმგებლო გამოხმაურებისთვის. ის ლისის ტბის დათმობის საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, როგორც აშშ-ის საელჩოს, ასევე თანამშრომლობას გააგრძელებს იმ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას ქონებების დათმობის საქმეზე ალტერნატიული დასკვნები მოისმინონ.
წყარო: barristers.ge