თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან კლუბ „ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს.
„განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge