თბილისი. 23 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომელიც საიას წარმოებაში არსებულ 4 საქმეზე ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების აღუსრულებლობას შეეხება.
„საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ასაბუთებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა ცალმხრივი დეკლარაციით აღებული ვალდებულება - ეწარმოებინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მომჩივანთა მიმართ განხორციელებული დარღვევების სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება - და შესაბამისად, საჩივრების აღდგენას და მათ არსებით განხილვას ითხოვს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge