en
ge

საიას განცხადება გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.
„პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გიორგანაშვილმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება „ბუპრენორფინის" (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი. ვიდრე საიასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება ამ საქმეზე დამდგარი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, საია თავს შეიკავებს განაჩენის სამართლებრივი შეფასებისაგან. ამასთან, წინამდებარე განცხადებით, გიორგანაშვილის საქმის მაგალითზე ორგანიზაცია აფასებს არსებული ნარკოპოლიტიკის შესაბამისობას ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან.
...საია მიიჩნევს, რომ არსებობდა ძალიან ძლიერი არგუმენტები, იმის თაობაზე რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს არაპროპორციულ და შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო სასჯელს. საია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე არ შეაჩერა საქმის განხილვა და წარდგინებით არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023