en
ge

კამპანია „ეს შენ გეხება” ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს შუალედურ გადაწყვეტილებას

თბილისი. კამპანია „ეს შენ გეხება" ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებულ შუალედურ გადაწყვეტილებას. საოქმო ჩანაწერი ეხება საქმეს „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2017 წლის 6 აპრილს, საქართველოს 326-მა მოქალაქემ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა, ვინაიდან, მოსარჩელეთა აზრით, ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგებოდა თავად სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ასევე, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წარმოადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება, რომელიც, თავის მხრივ, იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას.
სამწუხაროდ, 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული რეგულირებები თვისობრივად განსხვავებულ მოცემულობას ქმნის და არ ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ ერთი წლით ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)