თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.
„ამ საქმიანობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მონაწილეები გახდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა მიეძღვნა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. შეხვედრაზე განხილული იქნა ახალი გენდერული საბჭოს ჩამოყალიბების, ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის შემუშავებული სამოქმედო გეგმის განახლების და მომავალი თანამშრომლობის გეგმები. ასევე გამოითქვა რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა ახალი გენდერული საბჭოს დაკომპლექტების საკითხს, დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები", ნათქვამია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში