თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოლიდარობას უცხადებს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ დაუშვას მისი ექსტრადირება თურქეთში, სადაც ის პოლიტიკური დევნისა და წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს.
„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარი, რომელზეც აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებურია და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში