en
ge

PHR-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) საკონსტიტუციო სასამართლოს 16 წლამდე ბავშვების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 16 წლამდე ბავშვების ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, იქმნება საფრთხე იმისა, რომ ბავშვი თვითნებურად იქნეს მოთავსებული სტაციონარში კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით ან კანონიერი წარმომადგენელი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო იძულებული იყოს მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კანონმდებლობაში არ არსებობს 16 წლამდე პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების, განმაპირობებელი გარემოებების, ალტერნატიული საშუალებების შეფასების ნეიტრალური, დამოუკიდებელი ინსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც განიხილავდა ნებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)