თბილისი. 30 იანვარს, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრმა (CTC) „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება" წარმოადგინა.
„კვლევის მიზანი გახლდათ 2009 წელს ინიცირებული და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2009-2014 წწ. სამოქალაქო გეგმის ფარგლებში განხორციელებული განათლების საშეღავათო პოლიტიკის განხორციელების შეფასება, პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული მხარეების მოსაზრებების და რეკომენდაციების შეჯამება და მათი საჯარო განხილვაზე გამოტანა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში