აჭარა. 29 იანვარს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში დისკუსია გაიმართა „ბავშვზე ძალადობა და საზოგადოების დამოკიდებულება".
„ახალგაზრდებმა იმსჯელეს ძალადობის ცნების შესახებ, ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების ინდიფერენტულ, რიგ შემთხვევებში სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ.
ოზურგეთის ცენტრის მოზარდებმა თანატოლებს გაუზიარეს მათ მიერ ჩატარებული სოციალური ექსპერიმენტი/ვიდეო-სიუჟეტი, რომელიც კარგად ასახავდა ქუჩაში უგულვებელყოფილი ბავშვის მიმართ მოქალაქეების რეაქციებსა და ემოციებს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში