თბილისი. „ქალთა მზერა" (Women’s Gaze) გოგონათა პუბერტეტულ პერიოდზე „ქალთა ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით მომზადებულ საგანმანათლებლო ვიდეორგოლს აქვეყნებს.
„სამწუხაროდ, გოგონებს, მით უფრო გარდატეხის ასაკში, იშვიათად ესაუბრებიან მათ სხეულში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.
ისინი ხშირად მოუმზადებელნი არიან მთელი რიგი ცვლილებებისთვის, რომელთან გამკლავებასაც არასაკმარისი ინფორმაციის შედეგად წარმოქმნილი მითები და ტაბუები უფრო ართულებენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში