ქვემო ქართლი. 31 იანვარს, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დმანისის ათმა საჯარო სკოლამ.
„გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ სიგელები, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა სკოლამ სიმბოლური თასი მიიღო ახალგაზრდული ცენტრისგან. მეორე ტურში გადასული სკოლებიდან გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები და ჩამოყალიბდა ინტელექტუალთა მუნიციპალური ნაკრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი და წარმომადგენლები დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაცის ვებგვერდი სოციალურ ქსელში