იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა დავით ჟორჟოლიანმა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა მედია წიგნიერების ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე.
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში