აჭარა. 2018 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის აჭარის ა.რ. ქედის მუნიციპალიტეტში", ფარგლებში, CENN-მა მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და პარტნიორების, ასევე ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლებმა. მრჩეველთა საბჭოს შეკრების მიზანი იყო, პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და მონაწილეთა შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა.
ორდღიანი ღონისძების ფარგლებში, CENN-მა ასევე უმასპინძლა ევროკავშირის მიერ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული LAGs-ბის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრას. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა შორის კავშირებისა და პარტნიორების შესაძლებლობების ჩამოყალიბება-გაძლიერება, მოსაზრებების გაცვლა შემდგომი განვითარებისათვის და გამოცდილებების გაზიარება. მომავალში თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრის ფარგლებში, CENN-ის გუნდმა წარადგინა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან და მათ ინიციატივებთან.
წყარო: http://enpard.ge