თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს გზამკვლევს მშობლებისთვის - ბავშვების მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარება.
„საბედნიეროდ, კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტერნეტ პლატფორმების უმეტესობას ჩაშენებული აქვს ბავშვთა უსაფრთხოების ფუნქციები, რომლებიც ამცირებენ შეუსაბამო მასალასთან არასრულწლოვანი ბავშვების წვდომის რისკებს.
IDFI-ის მშობელთა გზამკვლევი გთავაზობთ ამ ფუნქციების აღწერას ყველაზე პოპულარული მოწყობილობებისა (Windows 7 და 10, Android, iPhone, iPad) და პლატფორმებისთვის (Google, Youtube და Facebook)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge