en
ge

EMC მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მის პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე განმცხადებლების ინტერესებს იცავს.
„2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას, ადგილობრივი მოსახლეობის, (რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებს) წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო.
მუსლიმი თემის წინააღმდეგ განხორციელებული ხანგრძლივი დევნის დროს ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამას არცერთი მხარე უარყოფს და არაერთი ვიდეო მასალით დასტურდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი არსებითად მხოლოდ პასიური დაკვირვებით შემოიფარგლებოდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)