თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, შეისწავლოს, გააუმჯობესოს ცხელი ხაზის მუშაობა და უზრუნველყოს უფასო ნომრის ხელმისაწვდომობა.
„მაშინ, როდესაც, ცხელი ხაზი სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმართულებით შემოსულ საკითხზე უნდა უზრუნველყოფდეს პასუხის დროულად გაცემასა და რეაგირებას, არის შემთხვევები, როდესაც ოპერატორები განმცხადებელს მეორე დღეს დარეკვასა და შეტყობინების თავიდან გაკეთებას სთხოვენ", - აცხადებენ PHR-ში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი