ქვემო ქართლი. RDFG-ს პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" - ფარგლებში, დასაქმების პროგრამა გრძელდება.
პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის პირველი ფაზა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამი თვის წინათ დაიწყო. სესიები კვირაში ორჯერ იმართება და, პროგრამის მენტორის გარდა, მას მიწვეული სტუმრები, კორპორაციული მოხალისეები, დასაქმებასა და თვითდასაქმებასთან დაკავშირებული სფეროების სპეციალისტები ატარებენ.
RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს, „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართონ ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის. პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი