თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები რადიო „თავისუფლების" მენეჯმენტს ღია წერილით მიმართავენ. წერილი რადიოს ქართული სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება.
„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო დროს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ქართული სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან დავით კაკაბაძის გათავისუფლებამ რადიო თავისუფლების ერთგულ აუდიტორიას კითხვები გაუჩინა. თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის მარინა ვაშაყმაძის მიერ თანამდებობის დატოვებამ კიდევ უფრო გაამწვავა წუხილი იმის თაობაზე, რომ მმართველ რგოლსა და ქართული სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი უმნიშვნელო შიდა დავას სცდება და, შესაძლოა, უფრო ღრმა საფუძველი ჰქონდეს", - ვკითხულობთ წერილში.
წყარო: www.osgf.ge