თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
ამ დოკუმენტში EMC მიმოიხილავს თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკებს. ორგანიზაცია სასამართლოს სთხოვს ჯეროვანი გულისხმიერებით შეისწავლოს რელევანტური საერთაშორისო და ადგილბრივი სამართლებრივი სტანდარტები და საქმის გარშემო შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი