იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ანა ქურციკიძემ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისა და ქუთაისის საჯარო სკოლის მოსავლეებისთვის ჩაატარა ტრენინგი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თემაზე.
„მისი მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებზე, თუ როგორ და რა ქმედებებით უნდა აღმოუჩინო დაშავებულს პირველი სამედიცინო დახმარება, რა გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს თითოეულ შემთხვევაში. ტრენინგის მონაწილეების მიერ შესრულდა პრაქტიკული სავაარჯიშოები, რომელიც თეორიული სწავლების დროს გამოვლინდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში